მედია: უშიშროება ლუკაშენკოს დავალებით განიხილავდა ჟურნალისტ შერემეტის აფეთქებას
04/01/2021 11:37:40 მსოფლიო
ჯერ კიდევ 2012 წელს ბელარუსის საიდუმლო სპეცსამსახური პრეზიდენტ ლუკაშენკოს დავალებით განიხილავდა ჟურნალის პაველ შერემეტის აფეთქებას, რაც 4 წლის შემდეგ განხორციელდა,– იუწყებია მედია ბელგიურ გამოცემა Euobserver-სა და "ევროპიესკა პრავდაზე" დაყრდნობით.
ჟურნალისტებს ხელთ ჩაუვარდათ 2008-2012 წლებში ბელარუსის უშიშროების კომეტიტის თავმჯდომარის ვადიმ ზაიცევის საუბრის ჩანაწერი, რომელიც ფარული მოწყობილობით 2012 წლის აპრილშია განხორციელებული.
ჩანაწერის მიხედვით, განიხილება ჟურნალის პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. მინისტრი იძლევა დავალებას, იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე ააფეთქონ:
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შერემეტზე, ის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტი (ლუკაშენკოს) ელოდება ამ ოპერაციას“.
ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა იანა დუგარი დააპატიმრა.
გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.
ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ.


