Accentnews.ge
აშშ-ის 10 ყოფილი თავდაცვის მინისტრი აფრთხილებს პენტაგონს, არ დაუშვას სამხედროების ჩარევა პოლიტიკურ პროცესში

აშშ-ის 10 ყოფილი თავდაცვის მინისტრი აფრთხილებს პენტაგონს, არ დაუშვას სამხედროების ჩარევა პოლიტიკურ პროცესში

04/01/2021 10:26:29 მსოფლიო

აშშ-ის 10 ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს პენტაგონს, რომ ერთგული დარჩეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიციის მიმართ და აფრთხილებს სამხედრო უწყებას, რომ არ დაუშვას სამხედროების ამ პროცესში ჩარევა.

ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის ყოფილი თავკაცების, მათ შორის დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ერთობლივ წერილში, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

არჩევნები აშშ-ში და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა „ჩვენი დემოკრატიის განმასხვავებელ ნიშანს“ წარმოადგენს, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები მოუწოდებენ პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, კრისტოფერ მილერს, თავი შეიკავოს ტრამპის იმ ძალისხმევაში მონაწილეობისგან, რომელიც მისი პრეზიდენტად დარჩენისკენ არის მიმართული.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩარევა საარჩევნო დავების გადაწყვეტის საქმეში სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ სივრცეში შეგვიყვანს“, - წერენ ყოფილი თავდაცვის მინისტრები.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრები ეშტონ კარტერი, ლიონ პანეტა, უილიამ პერი, დიკ ჩეინი, დონალდ რამსფელდი, უილიამ კოენი, რობერტ გეიტსი, ჩაკ ჰეიგელი, ჯეიმს მატისი და მარკ ესპერი. ეს ბოლო ორი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დონალდ ტრამპმა დანიშნა.

მიმართვის ხელმომწერები აფრთხილებენ მოხელეებს იმ სერიოზულ პროფესიულ და სისხლის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც მათ მსგავსი მცდელობის გამო შეიძლება დაეკისროთ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S