Accentnews.ge
საახალწლო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო დახმარება 100–ზე მეტ პირს დასჭირდა

საახალწლო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო დახმარება 100–ზე მეტ პირს დასჭირდა

04/01/2021 09:44:42 საზოგადოება

საახალწლო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 108 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 44 შემთხვევაში გახდა საჭირო.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, იგივე პერიოდში – 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის პირველ იანვარს, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.

აღნიშნული შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია -27. რეგიონები- 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S