Accentnews.ge
მილიარდერი ჯეკ მა გაუჩინარდა

მილიარდერი ჯეკ მა გაუჩინარდა

04/01/2021 08:01:34 მსოფლიო

Alibaba-ს დამფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ჩინეთის მთავრობის გაკრიტიკების შემდეგ გაუჩინარდა. ამის შესახებ აზიური და დასავლური მედია წერს.

მედიის ცნობით, ჯეკ მა საზოგადოების წინაშე უკვე ორი თვეა აღარ გამოჩენილა, მათ შორის არც მისი პირადი შოუს ბოლო ეპიზოდში. ბოლოს ჯეკ მა საზოგადოების წინაშე 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კერძოდ, 24 ოქტომბერს, მან გააკრიტიკა ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლები და სახელმწიფო ბანკები. მან, ასევე, გააკრიტიკა ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის რეფორმა, რაც ხელს უშლის ბიზნესინოვაციებს.

ამის შემდეგ როგორც The Wall Street Journal-მა დაწერა, ოფიციალურმა პეკინმა ჯეკ მას Ant Group-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) ეჭვქვეშ დააყენა და დაიწყო მისი კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება. დასავლური მედიის ცნობით, ეს იყო ჩინეთის პრეზიდენტის ბრძანება.

ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყების შემდეგ Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც ჯეკ მას ქონებას $10 მილიარდი გამოაკლდა. ის ახლა რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ჩინელია. Bloomberg-ის მიხედვით, მას ქონება ახლა $63.1 მილიარდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S