Accentnews.ge
რატომ დგას ძლიერი ნისლი თბილისში

რატომ დგას ძლიერი ნისლი თბილისში

04/01/2021 07:54:35 საზოგადოება

უკანასკნელი დღეების განმავლობაში თბილისში ძლიერი ნისლის გამო დაბალი ხილვადობაა.

გარემოს დამცველების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა: შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნისლში მტრის მყარი ნაწილაკების ნორმა ოცჯერ გიზარდა. წყარო გამონაბოლქვია, თუმცა აღნიშნულს საახალწლოდ პირიტექნიკის აქტიური გამოყენებაც დაემატა.

„ახალი წლის ღამეს სპეციალური აპარატით გავზომეთ ჰაერის დაბინძურება. აღმოჩნდა, რომ მტვრის ნაწილაკების ნორმა 25 მიკროგრამი კუბიდან 500–მდე იყო გაზრდილი. რა თქმა უნდა, აღნიშნული პიროტექნიკით იყო გამოწვეული. ჰაერის მსგავსი ტიპის დაბინძურება სხვადასხვა ქრონიკულ და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს“,– აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ჩემი ქალაქი მკლავს.

ორგანიზაცია ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რათა პიროტექნიკის გამოყენების დარეგულირება მოხდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S