უკრაინაში ბოლო სამ თვეში პირველად, კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
04/01/2021 07:16:28 მსოფლიო
უკრაინაში ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა. კერძოდ, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის ცნობით, გასული დღე-ღამის გამავლობაში, უკრაინაში „კოვიდ-19“ 4 158 ადამიანს დაუდასტურდა, 73 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 693 გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით 1 078 251 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 733 558 უკვე გამოჯანმრთელდა, 18 927 კი გარდაიცვალა.
ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გამოვლენილია ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ კიევში, ლვოვის, ნიკოლაევის და კიევის ოლქებში.


