Accentnews.ge
"The Washington Post": "ტრამპმა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანს შტატში არჩევნების შედეგების მის სასარგებლოდ შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოსთხოვა"

"The Washington Post": "ტრამპმა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანს შტატში არჩევნების შედეგების მის სასარგებლოდ შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოსთხოვა"

04/01/2021 06:08:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციას შტატში არჩევნების შედეგების მის სასარგებლოდ შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოსთხოვა, – იუწყება "The Washington Post".

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, 11 780 ბიულეტენის პოვნაა, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - აცხადებს სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი სავარაუდოდ, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერთან სატელეფონო საუბარში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

„გამოწვევა, რომელიც თქვენს წინაშეა, ბატონო პრეზიდენტო, არის ის, რომ თქვენი მონაცემები არასწორია“, – პასუხობს სავარაუდოდ, ტრამპს სავარაუდოდ, რაფენსპერგერი.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიამ გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღემდე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და არჩევნებში რეალურად მან გაიმარჯვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S