დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრას იწყებენ
04/01/2021 05:48:30 მსოფლიო
დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრას იწყებენ.
ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის და მოქალაქეებს ოქსფორდის, ლონდონის, სასექსის, ლანკაშირისა და უორუიკშირის საავადმყოფოებში აცრიან.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ( Pfizer-BioNTech–ის და AstraZeneca-ს ვაქცინების) პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია, ვაქცინის პირველი დოზა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს".
ცნობისთვის: გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული. გაერთიანბულ სამეფოში ადამიანმა პირველი აცრიდან 12 კვირის შემდეგ მეორე აცრა უნდა გაიკეთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კოვიდ–ინფექციის მიმართ იმუნურია. Pfizer-BioNTech–ის და AstraZeneca-ს ვაქცინების ორივე დოზა ერთი და იგივე შემადგენლობისაა.


