აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს
04/01/2021 05:40:03 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს.
პელოსის სასარგებლოდ 216 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 209 წავიდა. აღსანიშნავია, რომ მას მხარი წარმომადგენელთა პალატის ხუთმა „დემოკრატმა“ წევრმა არ დაუჭირა.
სიტყვით გამოსვლისას ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ კონგრესს მუშაობა განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწევს.
"ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი კორონავირუსის დამარცხება იქნება და ჩვენ მას დავამარცხებთ", - აღნიშნა სპიკერმა.


