Accentnews.ge
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

03/01/2021 17:23:37 საზოგადოება

საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა .

“მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს”,– წერს საპატრიარქოს უწყებანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S