აშშ–ის სენატმა 2021 წელი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დაიწყო
03/01/2021 11:04:14 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2021 წელი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დაიწყო. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატში 2 იანვარს მიიღეს, რუსული გაზსადენის – "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა ეჭვქვეშ ნავალნის მოწამვლის შემდეგ დადგა - ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა მისი შეწყეტა მოითხოვა. თუმცა გაზსადენის გაყვანას მხარს უჭერდა ევროპის რამდენიმე ქვეყანა - მათ შორის, ავსტრია და უკრაინა.
დეკემბრის დასაწყისში კი, სანქციების მიუხედავად, რუსულმა კომპანიამ გაზსადენის - "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის - მშენებლობა გააგრძელა.


