ტელეწამყვანი ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია
03/01/2021 09:59:45 მსოფლიო
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი, მსახიობი და რადიოწამყვანი ლარი კინგი ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს,– იუწყება BBC.
87 წლის ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ებრძვის ფილტვის კიბოს.
გავრცელებული ცნობით ტელეწამყვანი უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტალიზებულია.
ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო რადიო WAHR-ზე 1957 წელს. 1985-2010 წლებში მიჰყავდა Larry King Now ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში.


