Accentnews.ge
6 098 კოვიდ–ინფიცირებულიდან 4 000–ზე მეტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა

6 098 კოვიდ–ინფიცირებულიდან 4 000–ზე მეტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა

03/01/2021 07:42:45 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. კერძოდ, ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი 128 შემთხვევა,

აჭარა – 37,

იმერეთი – 71,

ქვემო ქართლი – 33,

შიდა ქართლი – 32,

გურია – 9,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45,

კახეთი – 29,

მცხეთა-მთიანეთი – 24,

სამცხე-ჯავახეთი – 8,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში.

1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.

სულ, 6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S