Accentnews.ge
15 იანვრამდე საქართველოში უქმეები ცხადდება

15 იანვრამდე საქართველოში უქმეები ცხადდება

02/01/2021 20:20:27 საზოგადოება

3 იანვრიდან 15 იანვრამდე საქართველოში უქმეები ცხადდება. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

ამასთან, სავაჭრო მოლებმა და სხვა ობიექტებმა მუშაობა 2 იანვარს 19:00 საათიდან უკვე შეაჩერეს.

კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S