Accentnews.ge
თურქეთმა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა გადაიბარა

თურქეთმა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა გადაიბარა

02/01/2021 15:26:34 მსოფლიო

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრეს-სსამსახურის ცნობით, 1 იანვრიდან სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში 4 200 თურქი სამხედრო იმსახურებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება თურქეთის მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკა: ჯავშანმანქანები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და ჰაუბიცები.

2021 წელს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საერთო ჯამში 6 400 ჯარისკაცი იმსახურებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან.

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S