Accentnews.ge
ახალი წლის დღეებში დამწვრობისა და ქირურქიულ ცენტრებს 40–ზე მეტმა პირმა მიმართა

ახალი წლის დღეებში დამწვრობისა და ქირურქიულ ცენტრებს 40–ზე მეტმა პირმა მიმართა

02/01/2021 15:00:00 საზოგადოება

დამწვრობის ცენტრის ქირურგის მერაბ ჯანჯღავას განცხადებით, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დამწვრობის გამო ცენტრს 23-მა ადამიანმა მიმართა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტებს დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკას პიროექტენიკური საშუალებების აფეთქების შედეგად გამოწვეული დამწვრობით მომართა 23-მა პაციენტმა, მათგან ორი მოთავსებულია სტაციონარში, მათი ასაკი ექვსიდან ცხრა წლამდეა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ ამბულატორიულ მკურნალობას. მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები უმეტესად აღენიშნებათ თითების, მტევნის, სახის არეში. ამპუტაცია ჯერ-ჯერობით არ არის. იმედია, არ დაგვჭირდება. პიროტექტენიკა საკმაოდ რთულ და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს, რომელმაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დატოვოს ტრავმა“, – განაცხადა მერაბ ჯანჯღავამ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კი ამავე პერიოდში კიდურებზე მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებით ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა.

„ახალი წლის დღეებში სულ შემოვიდა ათზე მეტი პაციენტი. ყველას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება კიდურებზე. ორ პაციენტს გაეწია სტაციონალური მომსახურება, ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან სახლში. დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ ამბულატორიული მომსახურება და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მძიმე პაციენტები არ ყოფილან. ყველა მათგანი გაეწერა“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა-რეანიმატოლოგმა ირინა ჯიქიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S