Accentnews.ge
ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვა

ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვა

02/01/2021 08:35:58 საზოგადოება

ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვადღეს, 12:15 109 შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო. ცეცხლი გამთენიისას კელიებში გაჩნდა, მაშინ როცა მონაზვნები ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იმყოფებოდნენ.

დამწვარია რვა კელია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სიწმინდეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 200კვ.მეტრი ტერიტორია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S