31 დეკემბერსა და 1 იანვარს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანება 51–მა ადამიანმა მიიღო, მათგან 36 ჰოსპიტალიზებულია
01/01/2021 18:00:06 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ჰოსპიტალიზირებული იყო 36 ადამიანი.
შემთხვევები ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 36 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 27.
- რეგიონები - 15 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 9.


