კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1000–ს ჩამოსცდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
01/01/2021 07:00:00 საზოგადოება
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი, ხოლო 3 265 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჩატარდა 8 016 ტესტი. მათ შორის, 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 - PCR-ით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს. აქედან, 214 992 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 528 ადამიანი გარდაიცვალა.


