სიტყვა, რომელიც 2020 წელს ყველაზე მეტჯერ მოიძებნა Google-ში
31/12/2020 17:03:57 საზოგადოება
სიტყვა, რომელიც 2020 წელს Google-ში ყველაზე მეტჯერ მოიძებნა, კორონავირუსია.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ზუსტად 1 წლის წინ, ჩინეთში გამოვლინდა. სადღეისოდ ვირუსი 210 ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 83 099 806 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა1 812 635 ადამიანი იმსხვერპლა. 58 892 774 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.


