Accentnews.ge
"უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ წელს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ, 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ"

"უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ წელს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ, 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ"

31/12/2020 16:32:32 საზოგადოება

"უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ წელს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ, 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე...უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ წელს მინიმუმ, 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა", – განაცხადა გამყრელიძემ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S