"ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრები, მაქსიმუმ, 4-5 კაცი"
31/12/2020 16:22:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ.
"წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და არა ბახუსი, არა დიდი მობილობა და მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი... ამიტომ გთხოვთ, რომ ვიყოთ მოკრძალებულად და ეს დარწმუნებული იყავით, იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ უკეთესი მაჩვენებელები გვექნება იანვრის ბოლომდე, შესაბამისად გვექნება ნაკლები ინფიცირებული, ნაკლები გარდაცვლილი", – განაცხადა გამყრელიძემ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.


