რომელი სავაჭრო ცენტრები იმუშავებენ 1-2 იანვარს
31/12/2020 16:13:06 საზოგადოება
მსხვილი სავაჭრო ცენტრები თბილისში 1 და 2 იანვარსაც იმუშავებენ, შემდეგ კი ფუნქციონირებას დროებით ისევ შეაჩერებენ.
გთავაზობთ, სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალსა და სამუშაო საათების გრაფიკს:
- „თბილისი მოლი“ – 12:00-დან 19:00 საათამდე;
- „სითი მოლი“ – 11:00-დან 19:00 საათამდე;
- „გალერია თბილისი“ - 09:30-დან 19:00 საათამდე;
- „ისთ ფოინტში“ 1 იანვარი – 13:00-დან 19:00 საათამდე; 2 იანვარი – 08:00-დან 19:00 საათამდე.
- "გორგია" მხოლოდ 2 იანვარს 09:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს;
გამონაკლისი იქნება "დომინო" - ჰიპერმარკეტი, რომელიც 1–2 იანვარს არ იმუშავებს;
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 იანვრიდან 16 იანვრამდე ყველა სავაჭრო ცენტრი ისევ დაიხურება.


