ონლაინ რეჟიმში სწავლისთვის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მობილური ინტერნეტი გაუიაფდებათ
31/12/2020 10:50:22 საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 2020 - 2021 სასწავლო წლებში, ონლაინ რეჟიმში სწავლების პერიოდში ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. კომისიამ გადაწყვეტილება "მაგთის", "ჯეოსელისა" ("სილქნეტი") და "ბილაინის" ("ვიონი საქართველო") წერილების საფუძველზე მიიღეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30–დღიანი ვადით ინტერნეტი 20 გბ 10 ლარად შესთავაზოს. ამ პროცესში შესაძლოა, კომპანიებს სუბსიდირება დასჭირდეთ, რაც მანამდე კომისიამ კომპანიებს აუკრძალა.
მოქმედი ტარიფებით, 20 გბ "მაგთისა" და "ჯეოსელის" აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, "ბილაინში" მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს.
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, ჯერ–ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.


