Accentnews.ge
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული 491 000–ლარიანი საახალწლო ონლაინ–კონცერტის პროგრამა ცნობილია

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული 491 000–ლარიანი საახალწლო ონლაინ–კონცერტის პროგრამა ცნობილია

31/12/2020 09:09:47 საზოგადოება

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტის პროგრამა ცნობილია. ღონისძიებას, რომლის გამართვაში დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან 491 000 ლარს ხარჯავს, მოქალაქეები ვერ დაესწრებიან. ისინი კონცერტს მხოლოდ პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, გალა-კონცერტი 23:00სთ–ზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაიწყება და სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, ხოლო ეპიდვითარების გათვალისწინებით მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები ღონისძიებაში საკუთარი სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან.

საახალწლო კონცერტის პროგრამა ასე გამოიყურება:

  • გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, დათო ევგენიძის ბენდი სიმღერა „ციდან ცვივა ნოტები“
  • ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალი ქუთათელაძე, სიმღერა „ო, რერო, რერო“
  • New one სიმღერა: Artificial Love
  • ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი სიმღერა „თოვლი მოდის არემარე“
  • ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე სიმღერა „სიხარულის ფერებია“
  • მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, დათო ევგენიძის ბენდი სიმღერა „თოვს ისევ თოვს“ მილოცვები (პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე )
  • შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი სიმღერა: მრავალჟამიერი ;
  • Salio სიმღერა „ვარსკვლავები“ ლიკა ევგენიძე, დათო ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე
  • კახაბერი სიმღერა: „თოვლი მოდის“
  • ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმღერა - „ჩუპრი, ჩუპრი“
  • გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, დათო ევგენიძე
  • ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმღერა: „არ მაძინებს“
  • ლელა წურწუმია და NON STOP სიმღერა „ენძელა“
  • ზუკა ხუციშვილი სიმღერა: „ნაძვის ხე“
  • LOUDspeakers სიმღერა „Baby, it's cold outside“
  • კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, დავით ევგენიძის ბენდი სიმღერა - „ცვივა თოვლის ფანტელი“
  • სტეფანე სიმღერა „მე შენ დაგელოდები“
  • Young Georgian Lolitas
  • ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი სიმღერა: „ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა“
  • The Quintessence სიმღერა: „ახალი წელი“
  • ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

გალა-კონცერტს გაუძღვებიან ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია. საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S