Accentnews.ge
ჩინეთმა კოვიდ–საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთმა კოვიდ–საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

31/12/2020 07:43:24 მსოფლიო

ჩინეთის „ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ვაქცინა ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ შვილობილი კომპანია „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფმა“ შექმნა.

პრეპარატის ეფექტიანობა 79.34%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინების საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების პროგრამა ივლისში დაიწყო, რომლის მიზანიც მედიკოსებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა იყო.

15 დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთში მინიმუმ სამი ტიპის ვაქცინის 4.5 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს. ორი მათგანი „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფის“, ერთი კი - Sinovac Biotech-ის მიერ არის შექმნილი.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 83 099 806 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა1 812 635 ადამიანი იმსხვერპლა. 58 892 774 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S