ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
31/12/2020 06:58:41 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, 1 282 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 13 030 ტესტი ჩატარდა.


