მილიონობით ნაძვის ხე, რომელსაც ევროპელები საშობაოდ რთავენ, საქართველოში მოპოვებული კავკასიური სოჭის თესლისგანაა გაზრდილი (ვიდეო)
31/12/2020 06:32:56 საზოგადოება
ევროპაში, ყოველ წელს საშუალოდ 80 მილიონი ბუნებრივი საშობაო ნაძვის ხე იყიდება. მილიონობით ნაძვის ხე, რომელსაც ევროპელები საშობაოდ რთავენ, საქართველოში მოპოვებული კავკასიური სოჭის თესლისგანაა გაზრდილი.
BBC იუწყება, რომ გირჩის მომპოვებლები საშუალოდ 50 მეტრის სიმაღლის ხეზე ადიან. საქმიანობა საკმაოდ სარისკოა, რომელიც დიდ გამოცდილებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ბერდია კუბლაშვილი აცხადებს, იგი გირჩის მომპოვებლის საქმიანობით დაახლოებით, 30 წელიწადია, დაკავებულია.
"ხის წვერი ადვილად ტყდება. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა. უსაფრთხოების წესების სათანადოდ არდაცვის გამო", – ჰყვება ბერდია.
მას იმედი აქვს, რომ ევროპელები, საშობაო სუფრაზე მის საქმიანობას დააფასებენ და მადლობას გადაუხდიან.


