Accentnews.ge
7 იანვრამდე მსურველებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ

7 იანვრამდე მსურველებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ

31/12/2020 06:10:45 საზოგადოება

დღეიდან 7 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, – აღნიშნულია პოსტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S