ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა
30/12/2020 15:18:14 მსოფლიო
იემენის ქალაქ ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პრეზიდენტის სასახლეში იემენის ახალი მთავრობის წევრები იმყოფებიან. იემენის ახალი მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც რამდენიმე საათის წინ ადენის აეროპორტში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მანამდე საპორტო ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმა თვითმფრინავიდან ახალი მთავრობის წევრების ჩამოსვლისას გაისმა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 64-ზე მეტი პირი.


