Accentnews.ge
EMC: "გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღდგა"

EMC: "გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღდგა"

30/12/2020 13:32:50 საზოგადოება

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღდგა.

“EMC 2020 წლის თებერვლიდან სასამართლოს გზით იცავს სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკთა უფლებებს. მათგან ერთ-ერთ სოციალურ მუშაკსა და მის დამსაქმებელს, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის მორიგება შედგა და სოციალური მუშაკი სამსახურში უვადოდ აღდგა”, – ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 სოციალური მუშაკების ნაწილი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რომელთა ინტერესების დაცვასაც EMC აგრძელებს.

“2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ კონკურსგარეშედ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S