Accentnews.ge
"ვფიქრობთ, მარტისთვის შესაძლოა, უკვე რეალურად ვილაპარაკოთ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე"

"ვფიქრობთ, მარტისთვის შესაძლოა, უკვე რეალურად ვილაპარაკოთ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე"

30/12/2020 12:02:56 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ "ასტრაზენეკას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის ტექნოლოგიურად ყველაზე ახლოს სწორედ ეს ვაქცინაა.

გაბუნიას თქმით, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ევროპის რეგიონში მისი აღიარება და გავრცელება, მით მეტი შანსი აქვს საქართველოს, "ასტრაზენეკას" ვაქცინა მიიღოს იმაზე ადრე, ვიდრე ეს „კოვაქს-პლატფორმიდან“ იქნება შესაძლებელი.

კოვაქსის-პლატფორმიდან“ ვაქცინის მიღებას ჩვენ ველოდებით სადღაც აპრილის თვისთვის, თუმცა მანამდე ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი გადმოგვცენ. ამ ტიპის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და გარკვეულად, ამ წინადადებებს, რა თქმა უნდა, რეალური პერსპექტივა აქვს, ვფიქრობთ, რომ სადღაც მარტისთვის შეიძლება უკვე რეალურად ვილაპარაკოთ ვაქცინაციის დაწყებაზე", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 225 893 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 210 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 481 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S