Accentnews.ge
"იანვრის მეორე ნახევარში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გარკვეულ მატებას ველით"

"იანვრის მეორე ნახევარში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გარკვეულ მატებას ველით"

30/12/2020 12:09:03 საზოგადოება

"იანვრის მეორე ნახევარში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გარკვეულ მატებას ველით", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მობილობა პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიურ რისკებს. ამდენად, ნებისმიერი აქტივობა, რაც იქნება საახალწლო პერიოდში, გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ამიტომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში გარკვეულ მატებას ველოდოთ. წესების დაცვის პირობებში დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს მატება არ მოხდეს, მაგრამ მზაობა მაინც გვაქვს", – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, 1 494 პირი გამოჯანმრთელდა. დღე–ღამის განმავლობაში 14 192 ტესტი ჩატარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 225 893 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 210 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 481 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S