Accentnews.ge
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

30/12/2020 11:37:25 საზოგადოება

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ვეტერანი მორაგბის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის - ირაკლი აბუსერიძის გამარჯვებით დასრულდა. რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართულ საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 80 დელეგატიდან 43-მა გაიარა რეგისტრაცია.

ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - ლაშა (ბაჩო) ხურციძის მხარდამჭერებმა, მაგრამ კვორუმი (41 დელეგატი) მაინც შედგა და არჩევნებიც გაიმართა.

საბოლოოდ, ხმები მხოლოდ ორ კანდიდატზე გადანაწილდა. ირაკლი აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა. რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს - 10-მა.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ორჯერ გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S