Accentnews.ge
Reuters – აშშ–ში მედიკოსს Pfizer-BioNTech–ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიდან ერთ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა

Reuters – აშშ–ში მედიკოსს Pfizer-BioNTech–ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიდან ერთ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა

30/12/2020 11:19:00 მსოფლიო

აშშ–ში, კალიფორნიაში მედიკოსს Pfizer-BioNTech–ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიდან ერთ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება Reuters.

ექთანმა მეთიუ ვ.–მ ინექცია 18 დეკემბერს გაიკეთა. როგორც იგი აცხადებდა, თავს კარგად გრძნობდა.

გამოცემა წერს, რომ მეთიუ შეუძლოდ გახდა აცრიდან მე–6 დღეს, COVID-19–ით ინფიცირებულთა განყოფილებაში მორიგი მორიგეობიდან დაბრუნების შემდეგ. მას აღენიშნებოდა კუნთების ტკივილი და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. მოგვიანებით კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სან დიეგოს "საოჯახო ჯანმრთელობის ცენტრების" ინფექციონისტმა კრისტიან რამერსმა განმარტა, "მომხდარი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვაქცინის კლინიკური გამოკვლევებიდან ვიცით, რომ დაახლოებით 10-დან 14 დღემდე პერიოდი სჭირდება, რომ ადამიანის სხეულში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდეს".

”ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 50%–იან დაცვას მოგცემთ, ხოლო მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაცვის მაჩვენებელი 95% -მდე გაიზრდება”, - დასძინა რამერსმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები, მათ შორის Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა ორ დოზად კეთდება. ადამიანმა პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ მეორე აცრა უნდა გაიკეთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კოვიდ–ინფექციის მიმართ იმუნურია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S