Accentnews.ge
ივანიშვილის დაფინანსებით დაარსებულ უნივერსიტეტში დასაქმებულები ხელფასებს ითხოვენ

ივანიშვილის დაფინანსებით დაარსებულ უნივერსიტეტში დასაქმებულები ხელფასებს ითხოვენ

30/12/2020 08:18:44 საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები კუთვნლი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.

ირკვევა, რომ სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებულ 100–მდე პირი დაახლოებით, 10 დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შრომითი ანაზღაურება ორი თვეა, არ აუღიათ.

ადგილზე ხმაური იყო: გაფიცული თანამშრომლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, არგუმენტით, რომ „არ შეიძლება“.

„ორი თვის ხელფასი გვაქვს ასაღები. დალაგებაზე ვმუშაობდი. თავზე გვედრგნენ, „ხარისხიანად გააკეთეთ და ხელფასს თავის დროზე მოგცემთო“. 20–ში უნდა აგვეღო და მას შემდეგ გვატყუებენ. ამიტომ, დღეს მოვედით, ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს, სხვისას არაფერს“,– განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მათი კუთვნილი თანხა ადმინისტრაციას დარიცხული აქვს, თუმცა ის დასაქმებულებამდე არ მიდის:

„ფული ვისაც უნდა გადმოერიცხა, მან გვითხრა, რომ უკვე გადმორიცხულია, „შიგნით შეუვარდით და გადაატრიალეთ „ბუტკაო“ – ივანიშვილის კომპანიაა. გუშინ დასხდნენ [ადმინისტრაცია – რედ.]და ქეიფობდნენ. ივანიშვილი გადაშენდა ამათი ჩამოთრევისთვის – რა ექეიფებათ, ხალხს ორი თვის ხელფასი აქვს ასაღები!“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S