ბრიტანეთმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა დაამტკიცა
30/12/2020 07:23:25 მსოფლიო
ბრიტანეთმა ოქსფორდის მეცნიერების მიერ შექმნილი და კომპანია "ასტრაზენეკას" გამოშვებული ვაქცინა დაამტკიცა.
დიდ ბრიტანეთს 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.
"ასტრაზენეკას" ვაქცინა 2020 წლის პირველ თვეებში შექმნა. პირველი საცდელი დოზები აპრილში გაკეთდა და მას შემდეგ დამტკიცებამდე კიდევ არაერთი ეტაპი გაიარა.
კომპანიის წარმომადგებლების თქმით, ეს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშვებს.
"ასტრაზენეკას" გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებიც არის დამტკიცებული.


