Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევები 13 000–მდე შემცირდა, თუმცა მძიმეა 1 000–ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევები 13 000–მდე შემცირდა, თუმცა მძიმეა 1 000–ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა

30/12/2020 07:05:38 საზოგადოება

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 743 შემთხვევა,

აჭარა - 115,

იმერეთი - 301,

ქვემო ქართლი - 123,

შიდა ქართლი - 100,

გურია - 46,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138,

კახეთი - 107,

მცხეთა-მთიანეთი - 32,

სამცხე-ჯავახეთი - 25,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52.

1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 - აჭარაში, 85 - იმერეთში.

6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 176, აჭარაში - 78, ხოლო იმერეთში - 13.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 069 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 745 პირი, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 660“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S