ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
30/12/2020 06:59:54 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, 1 494 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 225 893 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 210 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 481 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 14 192 ტესტი ჩატარდა.


