Accentnews.ge
ბაიდენმა ვაქცინაციის პროცესი გააკრიტიკა

ბაიდენმა ვაქცინაციის პროცესი გააკრიტიკა

30/12/2020 05:53:02 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირა და თვე ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება.

„შესაძლოა, ყველაზე რთული მთელი პანდემიის განმავლობაში. ვიცი, ეს მძიმე მოსასმენია, თუმცა ეს სიმართლეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დენვერში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მილიონი მოქალაქე უნდა ყოფილიყო აცრილი, თუმცა ვაქცინაცია ორ მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.

ბაიდენის თქმით, თუ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდება, ამ პროცესს არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S