Accentnews.ge
აშშ-ში კოვიდ-ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში კოვიდ-ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

30/12/2020 05:16:48 მსოფლიო

აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის გამო ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს: ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 124 686 კოვიდინფიცირებულს, რაც ქვეყნისთვის ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გარდაცვალების 3 708 შემთხვევა აღრიცხეს, ჯამი ქვეყანაში კორონავრუსით გარდაცვალების 338 544 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გარდა ამისა, აშშ–ში, კოლორადოს შტატში კორონავირუსის "ბრიტანული" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვვაც აღრიცხეს:

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ შტატის გუბერნატორ ჯარედ პოლისზე დაყრდნობით იუწყება, კორონავირუსის ახალი სახეობა გამოუვლინდა 20 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მედიკოსები მამაკაცის ახლო კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.

„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ ის ბევრად უფრო გადამდებია. კოლორადოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შემთხვევას“, – განაცხადა ჯარედ პოლისმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S