ხორვატიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა
29/12/2020 18:40:17 მსოფლიო
ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 პირი.
მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.
მაშველების დასახმარებლად ადგილზე ჯარი გაგზავნეს.
მიწისძვრის ბიძგები მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.
ეს იყო ხორვატიაში მეორე მიწისძვრა ბოლო ორი დღის განმავლობაში.


