Accentnews.ge
დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს: "უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მოგვმართა. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად"

დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს: "უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მოგვმართა. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად"

29/12/2020 17:01:42 საზოგადოება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები ფიქსირდება.

"დაახლოებით ერთი კვირაა, კლინიკას ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა. მათგან 50% ბავშვი იყო, 50% – ზრდასრული. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებები, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ "პირველ არხთან" საუბრისას.

იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც დაიცვან.

"თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ. ძალიან ბევრ პეტარდას საერთოდ არ აწერია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ისეთ ენაზე აწერია, რომლის წაკითხვაც რთულია.ჩემი რჩევაა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, მით უმეტეს ბავშვები არ მიაკარონ ასაფეთქებელს. ეს არ არის საახალწლო საჩუქარი და სათამაშო, ეს არის საკმაოდ სერიოზული დენთის შემცველი ასაფეთქებელი, რომლის არასწორად გამოყენებამ, საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S