2020 წლის 10 საუკეთესო ფილმი
29/12/2020 11:04:05 საზოგადოება
Covid-19-ის პანდემიის გამო 2020 წელს შეფერხდა კინოს გადაღებები, დაიხურა კინოთეატრები, ჩაიშალა ან ონლაინ–რეჟიმში გაიმართა კინოფესტივალები და გადაიდო კინოპრემიერები. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, The New York Times-მა მიმდინარე წელს გადაღებული 10 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს:

1 „მარტინ იდენი“ (რეჟისორი – პიეტრო მარჩელო)
ფილმი ჯეკ ლონდონის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა. მარტინ იდენის როლს იტალიელი მსახიობი ლუკა მარინელი ასრულებს. სიუჟეტი მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდება და გვიამბობს ღარიბი მეზღვაურის შესახებ, რომელიც მუშათა კლასს მიატოვებს და ბურჟუაზიის ნაწილი გახდება, მაგრამ ამის გამო პირადი ბედნიერებაზე უარის თქმა მოუწევს.

2 "მერია" (რეჟისორი – ფრედერიკ ვისემანი)
ფილმი მოგვითხრობს ბოსტონის მერიაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელშიც ქალი და მამაკაცი დემოკრატიის განმტკიცებისთვის შრომობენ.

3 "გუნდა" (რეჟისორი – ვიქტორ კოსაკოვსკი)
ეს არის დოკუმენტური ფილმი. „გუნდა“ ჰქვია ფილმის მთავარ „გმირს“ – ღორს, რომელიც ნამდვილად გმირი დედაა, რადგან აჩენს გოჭებს, შემდეგ ძუძუს აწოვებს და მერე იშორებს. რეჟისორი "გუნდას" ასობით სხვა შინაური ცხოველის ფონზე გვიჩვენებს, რომლებსაც ჯერ კარგად უვლიან ფერმებში და მერე მათ ნაშიერებს „სადღაც“ აგზავნიან.

4 "დევიდ ბირნის ამერიკული უტოპია" (რეჟისორი – სპაიკ ლი)
სპაიკ ლის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ბრიტანული ბენდის “Talking Head”–ის წევრია დევიდ ბირნის ერთ-ერთ უდიდეს პერფორმანსს აჩვენებს. მუსიკოსი სხვა საერთაშორისო მუსიკოს ჯგუფებთან ერთად ბროდვეის ჰიტის “ამერიკული უტოპიიდან” სიმღერებს ასრულებს.

5 "ბაკურაუ" (რეჟისორები –ჯულიანო დორნელი და კლებერ მენდონჩა ფილიო)
ფილმში მოქმედებაც ბრაზილიის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა ებრძვის კორუმპირებულ პოლიტიკოსს.

6 "პირველი ძროხა" (რეჟისორი – კელი რეიხარტი)
ეს არის ფილმი მამაკაცების მეგობრობაზე. ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისში, ორი ორეგონელი კაცის ირგვლივ ვითარდება. ისინი თავიანთ ბედს პრიზიორი ძროხის მფლობელობას დაუკავშირებენ.

7. "არასოდეს იშვიათად ზოგჯერ ყოველთვის" (რეჟისორი – ელიზა ჰიტმანი)
ფილმის გმირი 17 წლის ქალია, რომელიც თავის ბიძაშვილთან ერთად პენსილვანიიდან (სადაც აბორტი აკრძალულია მშობლების ნებართვის გარეშე) ნიუ-იორკში მიემგზავრება აბორტის გასაკეთებლად. ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო ირლანდიელი ქალის სავიტა ჰალაპანავარის, ამბავი - ტრაგიკული ცხოვრება ქალისა, რომელსაც 2012 წელს დუბლინელმა ექიმებმა უარი უთხრეს აბორტის გაკეთებაზე (ირლანდიაში აბორტი აკრძალული იყო). სავიტა გარდაიცვალა. მის დაღუპვას მოჰყვა ქალთა უფლებების დამცველთა მანიფესტაციები ირლანდიასა და ინგლისში. ირლანდიის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა კანონი.

8 "კოლექტივი" (რეჟისორი – ალექსანდრე ნანაუ)
ამ დოკუმენტურ ფილმში ასახულია ბუქარესტში მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგები, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება და შთააგონა გმირული ჟურნალისტიკა.

9 "ორმოცი წლის ვერსია" (რეჟისორი – რადჰა ბლანკი)
რადჰა ნიუ–იორკელი დრამატურგია, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი აქვს და დიდი წარმატების მიღწევა 40 წლამდე სურს.

10 "ბინპოული" (რეჟისორი –კანტემირ ბალაგოვი)
ეს არის დრამა, რომელიც საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.


