Accentnews.ge
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების არეალი გაფართოვდა

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების არეალი გაფართოვდა

29/12/2020 07:10:55 მსოფლიო

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების 6 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ექვსივე ინფიცირებული ინდოეთში ბრიტანეთიდან დაბრუნებული პირია.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.

ინდოეთს ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვეტილი აქვს, თუმცა ნოემბრის ბოლოდან შეზღუდვის ძალაში შესვლამდე ინდოეთში ბრიტანეთიდან 33 000 მგზავრი ჩავიდა.

ახალი შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ფინეთშიც.

ფინეთმა ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის შეზღუდვები დეკემბრის დასაწყისში გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

Reuters–ის ინფორმაციით, კორონავირუსის იგივე სახეობა სამხრეთ კორეაშიც გამოვლინდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს თქმით, ვირუსის ახალი შტამი სამ ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულები ბრიტანეთიდან სამხრეთ კორეაში 22 დეკემბერს დაბრუნდნენ.

ბრიტანეთის გარდა ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია იტალიაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, იორდანიაში, ნორვეგიასა და კანადაში. ყველა შემთხვევაში ვირუსი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ პირებს დაუდასტურდათ.

ვირუსის ახალი სახეობის თავიდან აცილების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ერთი კვირით გაახანგრძლივა საუდის არაბეთმა.

ცნობილია, რომ რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ საქართველოშიც. აღნიშნულ პირებსაც ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები 14–დღიან სავალებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

იხილეთ ასევე: რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S