Accentnews.ge
ესპანეთში აღრიცხავენ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან

ესპანეთში აღრიცხავენ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან

29/12/2020 06:47:36 მსოფლიო

ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან და ამ მონაცემებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს გაუზიარებს,– იუწყება BBC.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილიას თქმით, რეესტრი საზოგადოებისთვის და დამსაქმებლებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

„ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდება. ეს დოკუმენტი მონაცემთა დაცვით გაკეთდება. ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ გაიკეთონ ვაქცინა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

ესპანეთში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში პანდემიამ 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S