Accentnews.ge
ნავალნის დაკავებით ემუქრებიან

ნავალნის დაკავებით ემუქრებიან

29/12/2020 05:58:03 მსოფლიო

რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს რუსეთში გერმანიიდან, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის ნერვული აგენტით მოწამლვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება.

28 დეკემბრის განცხადებაში საპატიმროთა სამსახური ნავალნის ბრალს სდებს პირობითი სასჯელის დარღვევაში - რაც უკავშირდება 2014 წლის ბრალდებებს გაყალბების თაობაზე.

საპატიმროთა სამსახურს მოაქვს ბრიტანეთის სამედიცინო გამოცემა "ლანცეტში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც წერია, რომ ნავალნი სექტემბერში გაწერეს ბერლინის შარიტეს საავადმყოფოდან და ოქტომბრის შუა რიცხვებში ის უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იყო.

"მსჯავრდებული კაცი არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და თავს არიდებს კრიმინალური ინსპექციის ზედამხედველობას" - აცხადებს ფედერალური სამსახური.

ნავალნისთვის დაწესებული საპრობაციო პერიოდი 30 დეკემბერს იწურება. თავად ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პირობითი სასჯელი შეიძლება, პატიმრობით შეიცვალოს, თუკი შესაბამისი უწყება დაადგენს, რომ პირი პირობებს არღვევდა.

ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა ტვიტერით დაწერა, რომ ის რუსეთში მოცემულ ვადაში ვერ დაბრუნდება, რადგან კვლავ აგრძელებს მკურნალობას.

ნავალნიმ 21 დეკემბერს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი სატელეფონო საუბრისა ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცერთან, რომელიც ღიად საუბრობს მისი მოწამვლის შესახებ. უშიშროების წარმომადგენელს, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა როგორც კონსტანტინ კუდრიავცევი, თავად ნავალნი ელაპარაკება, თუმცა მას თავი მოაქვს უშიშროების სტრუქტურების ოფიციალურ პირად და, როგორც საუბრიდან ჩანს, კუდრიავცევი ამას იჯერებს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ჩანაწერს ყალბი უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S