Accentnews.ge
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ  ძალაუფლების გადაცემის პროცესში დაბრკოლებებს აწყდება

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესში დაბრკოლებებს აწყდება

29/12/2020 05:41:26 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ, ბაიდენის გუნდმა თავდაცვის, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დეპარტამენტისგან საჭირო ცნობები ვერ მიიღო. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,– იუწყება BBC.

„ახლა ჩვენ ვერ ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მიმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებში გვჭირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ტრამპის ადმინისტრაციის ამ ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უწყებებმა, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი აკისრიათ, „უდიდესი ზიანი“ განიცადეს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტოფერ მილერმა კი აღნიშნა, რომ უწყება ძალაუფლების გადაბარების მხარდასაჭერად მაქსიმალური პროფესიონალიზმით მუშაობდა და თავდაცვის დეპარტამენტმა ბაიდენის გუნდს იმაზე მეტი ინფორმაცია გადასცა, ვიდრე ისინი თავად ითხოვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S