Accentnews.ge
ირანი კორონავირუსის ვაქცინას ამერიკელი "ფილანთროპებისგან" მიიღებს

ირანი კორონავირუსის ვაქცინას ამერიკელი "ფილანთროპებისგან" მიიღებს

28/12/2020 19:23:50 მსოფლიო

ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა სამ კვირაში მიიღებს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიას.

"აშშ-ის ფილანთროპებთან შეთანხმების შედეგად შექმნილი მოლოდინით, ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 150,000 დოზა" - ამბობს წითელი ჯვრის საზოგადოების დირექტორი, კარიმ ჰემათი ნახევრადოფიციალურ სააგენტო "ტასნიმთან" საუბარში 28 დეკემბერს. ის დასძენს, რომ ვაქცინები დარიგდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად.

ჰემათი 26 დეკემბერს აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია ჩინეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაქცინის 1 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S