Accentnews.ge
კულება: „უკრაინამ "რუსულ სამყაროსთან" კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა“

კულება: „უკრაინამ "რუსულ სამყაროსთან" კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა“

28/12/2020 14:39:34 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და არც საკუტარ არჩევანზე გეგმავს უარის თქმას.

"უკრაინა არასდროს გასცდება ორ ფუნდამენტურ პრინციპს. უკრაინა ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის; უკრაინა განაგრძობს თავის გზას, როგორც ევროპული ქვეყანა, როგორც დასავლეთის ნაწილი, ვინაიდან უკრაინამ "რუსულ სამყაროსთან" კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა. უკრაინის სვლა ევროატლანტიკური დასავლეთისკენ შეუქცევადია," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S